ნიკო ლორთქიფანიძის "გული" (იმპრესიონიზმი) ინტეგრირებული გაკვეთილი



1.გაკვეთილის თემა
ნიკო ლორთქიფანიძის „გული“(იმპრესიონიზმი)
2.სწავლების საფეხური და კლასი
მე-9 კლასი (საბაზო საფეხური)
3.ინტეგრირებული საგნები,მასწავლებლის სახელი და გვარი
საგნები               მასწავლებლის სახელი, გვარი
ქართული ლიტერატურა-მარინე ავალიანი
ხელოვნება-მაია გოგაბერიშვილი
მუსიკა-ქეთევან კიკალეიშვილი
4.მოსწავლეთა რაოდენობა
15 მოსწავლე
5.გაკვეთილის სასწავლო მიზნები საგნების მიიხედვით
         ქართული ლიტერატურა
მოსწავლეები გაეცნობიან იმპესიონისტულ მიმდინარეობას მწერლობაში. წაიკითხავენ  ქორალური კითხვით ტექსტს და გაანალიზებენ ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურას „გული“, დააკვირდებიან დეტალებს, გამოიტანენ დასკვნებს, შეავსებენ სქემას, ამოიცნობენ იმპრესიონისტთა გამომსახველობით ხერხებს...შექმნიან წერილობით ნამუშევარს შემოქმედებითად.
                ხელოვნება
მოსწავლეები გაეცნობიან იმპრესიონისტულ მიმდინარეობას მხატვრობაში, დააკვირდებიან და გაანალიზებენ ცნობილ ტილოებს. ნახატის მიხედვით შექმნიან წერილობით ნამუშევარს.
                      მუსიკა
მოსწავლეები გაეცნობიან იმპრესიონიზმს მუსიკაში. მოისმენენ იმპრესიონისტულ მუსიკალურ ნაწარმოებს და მის ფონზე შექნიან წერილობით ნამუშევარს.

6.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ.9.6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ინდიკატორი: მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ ტექსტებს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც.აანალიზებს ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები,გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას , აფასებს ნაწარმოებში წარმოდგენილ პრობლემას , ასევე ავტორის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში.
ქართ.9.7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას. 
ინდიკატორი: მოსწავლე ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე.
ქართ.9.8 მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ინდიკატორი: მოსწავლე აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, იყენებს სქემებს იდეების გასააზრებლად.
ქართ.9.11.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის  შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ინდიკატორი: მოსწავლე შეარჩევს ტექსტის ტიპს, გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ, დამაინტერესებელ საშუალებას.

ს.გ.9.4 მსჯელობს იმის  შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის, განათების საშუალებით(მაგ:იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს...)
ინდიკატორი: ვიზუალური მასალის ჩვენება.
ს.გ.9.5 ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით(სტილი, თემა, ჟანრი).
ინდიკატორი : მსჯელობა იმპრესიონისტი მხატვრების ნამუშევრების ირგვლივ.
ს.გ.9.6.კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე,რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში(ძველი, ახალი, თანამედროვე).
ინდიკატორი: მსჯელობენ რა აქვთ საერთო მხატვრულ ფოტოგრაფიასა და იმპრესიონისტ მხატვრებს. ირჩევენ ნამუშევარს და აანალიზებენ.

მუსიკა 9.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გააზრება და მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეული შთაბეჭდილების გადმოცემა.
მუსიკა9.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ეპოქის დახასიათება და საუბარი კომპოზიტორის შემოქმედებაზე.
მუსიკა9.8. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.
7.გაკვეთილის თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა ქართულ ლიტერატურაში, ხელოვნებასა და მუსიკაში. გაკვეთილის თემა იყო ნიკო ლორთქიფანიძის ცნობილი მინიატურა „გული“. გაკვეთილი დაიწყო მუსიკის ფონით(დებიუსის პრელუდია)
მისალმება, მოთელვითი სავარჯიშო „გული“-რა დევს და კიდევ რა უნდა იდოს ჩვენს გულებში?(სქემის შევსება: სიყვარული, სითბო, მიმტევებლობა, პატიოსნება, მონატრება...) (2 წთ.)
პროექტორის მეშვეობით მოსწავლეებს გავაცანით გაკვეთილის მიზანი, ვაჩვენეთ სქემა იმპრესიონიზმთან დაკავშირებით, როგორც „შთაბეჭდილების ხელოვნება“-ლიტერატურაში, ხელოვნებასა და მუსიკაში.მოსწავლეებს გავაცანით პორტრეტები: ნიკო ლორთქიფანიძე(იმპრესიონისტული წერის მანერის დამმკვიდრებელი მწერლობაში), კლოდ მონე(იმპრესიონიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში), კლოდ დებიუსი(მუსიკალური იმპრესიონიზმის ფუძემდებელი).
აქტივობა:კითხვა-პასუხი:
1.გავიხსენოთ იმპრესიონიზმის წარმოშობის ისტორია
2.უმთავრესი არის თუ არა იმპრესიონისტი შემოქმედისათვის ინფორმაციის, ამბის გადმოცემა?
3.იმპრესიონიზმმა რომელი ჟანრები განავითარა ლიტერტურაში?
4.რა ვიცით იმპრესიონისტთა გამომსახველობით ხერხებზე მწერლობაში?
5.როგორ აფასებდა ნიკო ლორთქიფანიძე იმპრესიონიზმს და მის უპირატესობას, რას წერდა იგი?
6.რა არის მინიატურა?
7.რომელი კითხვის სტრატეგიას ვიყენებთ?
8.დაკვირვება სათაურზე(რა დატვირთვა აქვს) (5წთ)

აქტივობა: ქორალური ანუ გუნდური კითხვა მინიატურის„გული“(განაწილებული სცენარის მიხედვით ტექსტს კითხულობს მთელი კლასი). (3წთ)

საანალიზო  კითხვარი:
1.რა არის აღწერილი ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურაში?
2.ვინ არის ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, რა ვიცით და არ ვიცით მის შესახებ?
3.სიკვდილი ტრაგედიაა.რა ამძაფრებს ისედაც ტრაგიკულ განცდას?
4.რას განასახიერებენ რუკა და სურათი მაგიდაზე?რა იყო გარდაცვალების ფარული მიზეზი?
5.რა არის მინიატურის მთავარი სათქმელი?
6.დავაკვირდეთ, მოვიძიოთ ტექსტში მთავარი დეტალები ,რა დასკვნას გავაკეთებთ? (სქემის ჩვენება პროექტორით: „დეტალებზე დაკვირვება  და დასკვნის გამოტანა“)
7.დავყოთ მინიატურა ეპიზოდებად. მოვიძიოთ ერთწინადადებიანი აბზაცები, ერთსიტყვიანი წინდადებები...
7.დავასაბუთოთ, რომ ნიკო ლორთქიფანიძის „გული“ იმპრესიონისტული მანერით შექმნილი მინიატურაა. (7წთ)
   გაკვეთილის მსვლელობაში ერთვება ხელოვნების მასწავლებელი მინი-ლექციით, პროექტორით აჩვენებს იმპრესიონისტ მხატვართა ნამუშევრებს და ადარებს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას, მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე. მოსწავლეები სურვილისამებრ ირჩევენ თითო ნიმუშს თვალსაჩინო მასალიდან და აანალიზებენ.(10წთ.)
    გაკვეთილს განსაკუთრებული ელფერი შესძინა მუსიკის მასწავლებლის ჩართვამ, რომელმაც ისაუბრა მუსიკალური იმპრესიონიზმის ფუძემდებლის კლოდ დებიუსის შემოქმედების ირგვლივ, ხაზგასმა გააკეთა იმპრესიონიზმის თავისებურებებზე. ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭა კლასს მუსიკის მოსმენით: „მთვარის შუქი“...(3წთ)
 გაკვეთილის ბოლო ნაწილში მოსწავლეებს  დავავალეთ შეესრულებინათ წერითი სამუშაო: მუსიკის ფონზე,იმპრესიონისტული ნახატის -„შთაბეჭდილება. ამომავალი  მზის“ მიხედვით შეექმნათ წერილობითი ნამუშევარი. (10 წთ)
 მოსწავლეებმა წარმოადგინეს წერილობითი ნამუშევრების პრეზენტაცია სხვადასხვა სახის: თავისუფალი ლექსი, შთაბეჭდილება, მინიატურა...   შეჯამება.(5 წთ)





8.შეფასება
განმსაზღვრელი შეფასება, (შეფასების ფურცელი),ზეპირი განმავითარებელი კომენტარი.
9.საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
  ტექნიკა და ინსტრუმენტები:
1.კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, სასკოლო სახელმძღვანელოები: ვ. როდონაია „ქართული ენა და ლიტერატურა“, მ. მაჭარაშვილი „ხელოვნება“, მ. ოთიაშვილი „მუსიკა“. „სწავლება და  შეფასება“-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2008 გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, „ლიტერატურის თეორია სკოლაში“-დამხმარე სასწავლო მასალა,2007 წ.
ინფორმაციის წყარო:
open office. Org presentation


მოწამეთა (გზამკვლევი)


პროექტის სახელი: მოწამეთა (გზამკვლევი)




პროექტის მოკლე აღწერა:

მოსწავლეებმა თავად შეადგინონ ჩვენს მხარეში არსებული ცნობილი ღირსშესანიშნავი ადგილის - მოწამეთის გზამკვლევი. გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოძიების , კვლევის, საინფორმაციო ტექსტის შედგენის უნარ-ჩვევები.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დამოუკიდებლად დაიწყებენ ინფორმაციის შეგროვებას ღირსშესანიშნავი ტაძრის - მოწამეთის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან.ამოიწერენ იმ ინფორმაციას , რაც მოგზაურს დააინტერესებს. შეაგროვებენ მასალას ტაძრის გეოგრაფიული მდებარეობის, მითოლოგიის, ისტორიის, დღევანდელი მოწამეთის დანიშნულების შესახებ.ჩართავენ რუკასაც, სადაც აღნიშნული იქნება ძეგლთან მისასვლელი გზა. გზამკვლევში სიტყვიერ ინფორმაციასთან ერთად ჩართავენ საილუსტრაციო ფოტოსურათებსაც.გააფორმებენ პროექტს.

მონაწილეთა ასაკი,კლასები: მე-7 კლ.13წ.

ვადები:ორი კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ძიება ინფორმაციის ფოტოსურათების, რუკის შედგენა, წყაროების შერჩევა, პროექტის გაფორმება.

მოსალოდნელი შედეგები:
გაუჩნდებათ სურვილი გზამკვლევის თანხლებით იმოგზაურონ და დალაშქრონ მოწამეთა.
სარგებელი სხვებისთვის:
შედგენილი გზამკვლევი იქნება სასარგებლო რესურსი მოგზაურთათვის.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან, ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ისტორია.

პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარინე ავალიანი

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:marine.avaliani@gmail.com