ტრენინგი "პროექტებით სწავლება"-მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის განმეორებით, გადავხედეთ სასწავლო პროექტებს,კურსის რესურსებში შევინახეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა,კვლევა... მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტი, 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები, საჭირო მასალა გადავიტანეთ კურსის რესურსებში.განვსაზღვრეთ მიზანი. ვისაუბრეთ ვებ-2 ტექნოლოგიაზე, კოლაბორაციაზე. განვიხილეთ კომუნიკაციის ხერხები საზოგადოებასა და მოსწავლეებთან.ვისწავლეთ კითხვარის შედგენა და გაზიარება.