პროექტი "დევნილთა ხვედრი და საზოგადოება"
"intel-ის" კურსი -"პროექტებით სწავლება" იყო საინტერესო და მრავალფეროვანი. ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას დავნერგავ პრაქტიკულად გაკვეთილებზე. პროექტზე დაფუძნებული სწავლება დღესდღეობით მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, მოსწავლეთა აქტიურად ჩართულობისთვის. აღნიშნული ტრენინგი დამეხმარება პროექტების უკეთესად დაგეგმვაში, წარმართვაში, რესურსებს გამოვიყენებ ეფექტურად.