ტრენინგი"პროექტებით სწავლება"-მე-6 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-6 დღეს განვიხილეთ მოდული 4, განვიხილეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლის ადაპტაცია პროექტებზე დაფუძნებულ საკლასო გარემოსთან, მოსწავლეთა საპროექტო ნაშრომის დაგეგმვა.მოძიებული მასალის ლინკები შევინახეთ ბიბლიოგრაფიის საქაღალდეში. გავეცანით შეფასების რუბრიკებს.

ტრენინგი "პროექტებით სწავლება"-მე-5 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღეს განვიხილეთ მოდული 3, კავშირები. ვისწავლეთ ფაილის ატვირთვა სერვერზე, განთავსება და გაზიარება კოლეგებისთვის. ბლოგზე ინფორმაცია განვათავსეთ, პრეზენტაცია ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ.ვისწავლეთ ვიდეოს გადმოწერა და ჩავდეთ საქაღალდეში, ასევე შევინახეთ ლინკი საავტორო. გავაზიარეთ ვიდეო.
ვიდეო ეხება გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ნაჩვენებია მისი ჟურნალი, ხელნაწერი ლექსები, პორტრეტები...

ტრენინგი "პროექტებით სწავლება"მე-4 დღის რეფლექსია

  მიმდინარე ტრენინგის მე-4 დღეს გავეცანით შეფასების გეგმებს, მიმართულების მაჩვენებელი საკვანძო სიტყვების რუბრიკა შევინახეთ რესურსებში, ვნახეთ ნიმუშები, შევავსეთ პროექტის გეგმაში კითხვები: ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი. ვისწავლეთ პრეზენტაციის აწყობა და დოკუმენტაციის გაზიარება.

ტრენინგი "პროექტებით სწავლება"-მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის განმეორებით, გადავხედეთ სასწავლო პროექტებს,კურსის რესურსებში შევინახეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა,კვლევა... მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტი, 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები, საჭირო მასალა გადავიტანეთ კურსის რესურსებში.განვსაზღვრეთ მიზანი. ვისაუბრეთ ვებ-2 ტექნოლოგიაზე, კოლაბორაციაზე. განვიხილეთ კომუნიკაციის ხერხები საზოგადოებასა და მოსწავლეებთან.ვისწავლეთ კითხვარის შედგენა და გაზიარება.

ტრენინგი "პროექტებით სწავლება"-მეორე დღე

ვიმუშავეთ პუბლიკაციის მომზადებაზე, შევქმენით ბროშურა , ნამუშევარი შესაბამის საქაღალდეში მოვათავსეთ.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და რედაქტირება.ტრენინგის მეორე დღე იყო მნიშვნელოვანი და ატარებდა თანამშრომლობით ხასიათს.

პროექტის პირველი დღის რეფლექსია

   გავეცანით "პროექტებით სწავლების" 8 მოდულს. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები. განვიხილეთ რესურსები, ვნახეთ პროექტის გეგმები. შევინახეთ მასალები საქაღალდეებში. დატვირთული და საინტერესო მუშა დღე იყო.